The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ ბაციკაძე

ვასილ ბაციკაძე
სხვა სახელი:ვასიკო ბაციკაძე
დაბადების თარიღი:1965
გარდაცვ. თარიღი:1997  (32 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ერედვი, ცხინვალის რაიონი.

სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შემდეგ, 1987 წელს შს ორგანოებში რიგითად იწყებს მუშაობას; 1994 წელს, შსს პოლიციის აკადემიის დამთავრებისთანავე, ინიშნება ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლად; 1995 წელს მუშაობას აგრძელებს შსს ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ ბიუროში ინსპექტორად; 1996 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე სისხლის სამართლის სამძებრო მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი იყო. მისი დამსახურებული ღვაწლი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში და შრომაში მიღწეული წარმატებები, არაერთხელ აღინიშნა სახელმწიფო ჯილდოებით. პოლიციის უფროსი ლეიტენანტი.

წყარო: ვასილ ბაციკაძე // საქართველოს რესპუბლიკა.-. - თბილისი, 1997. - 1 მარტი. -N49 (2422). - 8გვ.


გააზიარე: