The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვიქტორ ბაციკაძე

ვიქტორ ბაციკაძე
დაბადების თარიღი:1936
გარდაცვ. თარიღი:1994  (58 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მუხათგვერდის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა დნეპროპეტროვსკის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი რკინიგზის ექსპლუატაციის ინჟინრის სპეციალობით 1964 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო ინსტიტუტის დამთავრებისთანავე 1964 წელს, ოდესის რკინიგზაზე, სადაც განვლო შრომითი გზა სადგურ ოდესაპორტის ინჟინრიდან, ამავე სადგურის უფროსის, ხოლო შემეგ რკინიგზის ხერსონის განყოფილების უფროსის მოადგილემდე; 1982 წლიდან ვ. ბაციკაძე სამუშაოდ გადმოიყვანეს ამიერკავკასიის რკინიგზაზე; მუშაობდა მოძრაობის სამსახურის უფროსის მოადგილის, ამიეკავკასიის რკინიგზის სამტრედიის განყოფილების უფროსის, 1987-1991 წლებში გზის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობებზე.

წყარო: ვიქტორ ბაციკაძე // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1994. - 9 თებერვალი. - N26 (829).- 4გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ასოციაცია "საქტრანსერვისი", პრეზიდენტი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო რკინიგზელი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: