შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კარლო მუშკუდიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ცაგერი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სპეციალობით ხიდები და გვირაბები 1969 წელს. 1961-1963წწ. N20 საგზაო საექსპლოატაციო უბანი, მუშა; 1969-1970წწ. რაისაბჭო-აღმასკომის საწარმოო საგზაო უბანი, მთავარი ინჟინერი; 1970-1972წწ. კომუნალურ საწარმოთა კომბინატი, მთავარი ინჟინერი; 1972-1973წწ. კომუნალურ საწარმოთა კომბინატის უფროსი; 1973-1975წწ. N20 საგზაო საექსპლოატაციო უბანი, მთავარი ინჟინერი; 1975-1979წწ. N20 საგზაო საექსპლოატაციო უბნის უფროსი; 1979-1986წწ. ცაგერის საგზაო-სარემონტო სამშენებლო საექსპლოატაციო სამმართველოს უფროსი; 1986-1989წწ. N11 საგზაო სარემონტო სამშენებლო სამმართველოს უფროსი; 1989-1993წწ. საწარმოო გაერთიანება "თბილავტოგზა" საავტომობილო-ტრანსპორტის და გზების სამინისტრო; 1993-1996წწ. კაპიტალური მშენებლობისა და საიჯარო სამუშაოების განყოფილების უფროსი; 1996-1997წწ. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ველი" გენერალური დირექტორი; 1997-1999წწ. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "მნვ" გენერალური დირექტორი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საინიციატივო ჯგუფი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №45 ცაგერის საარჩევნო ოლქიდან. მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1990). წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 265 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |