The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოდარ ქუმარიტაშვილი

ნოდარ ქუმარიტაშვილი
Date of birth:25 November, 1988
Date of death:12 February, 2010  (at 21 years)
Category:Athlete

Biography

დაიბადების ადგილი: დაბა ბაკურიანი.

2010 წლის 12 თებერვალს, ზამთრის ოლიმპიური თამაშების (ვანკუვერი, ბრიტანეთის კოლუმბია, კანადა) გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრმა, მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილმა უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე ერთ-ერთი ბოლო სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა და 143.3 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგა ტრასის ბორტს შეეჯახა. ამის შედეგად იგი ციგიდან ამოვარდა და ტრასიდან მოშორებით, ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა. 21 წლის ქართველი სპორტსმენი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა; 20 თებერვალს სპორტსმენი მის მშობლიურ ბაკურიანში, ეკლესიის ეზოში დაკრძალეს; ბაკურიანში იმ ქუჩას, სადაც ნოდარ ქუმარიტაშვილი ცხოვრობდა, ქართველი ოლიმპიელის სახელი ეწოდა. გადაწყვეტილება ბაკურიანის საკრებულომ მიიღო; მისი სახელის უკვდავსაყოფად გამოიცა საფოსტო მარკა, რომლის ესკიზის ავტორია შალვა ლურსმანაშვილი; ქართველი მოციგავე.  

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი: პალიტრა L, 2013; commons.wikimedia.org

Awards and Honors

  • საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენი (სიკვდილის შემდეგ)

Share: