The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თინათინ მრევლიშვილი

თინათინ მრევლიშვილი
Date of birth:1908
Date of death:1993  (at 85 years)
Category:Scientist, Educator, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. კიევი, უკრაინა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1930 წელს.

1931 წელს მუშაობა დაიწყო ფონეტიკის ლაბორატორიის ასისტენტად, 1934 წლიდან კითხულობდა ლექციებს რუსულ ენაში. თინათინ მრევლიშვილის დისერტაცია მიეძღვნა მიხეილ ლერმონტოვის პროზის ლექსიკას, დისერტაციის დაცვის შემდეგ იგი აირჩიეს დოცენტის თანამდებობაზე. სხვადასხვა წლებში კითხულობდა ლექციებს თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში (შემდგომ სულხან-საბა ორბელიანის სახელობის, ახლანდელი ილიაუნი), იყო მისაღები გამოცდების საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე, ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. 1948 წელს მან დააარსა რუსული ფილოლოგიის განყოფილებაზე ახალი კათედრა-რუსული ენის №2 კათედრა, რომელსაც 40 წელი ხელმძღვანელობდა; იყო მშრომელთა დეპუტატების ქალაქ თბილისის ორჯონიკიძის რაიონის სამივე მოწვევის საბჭოს დეპუტატი. მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით, იენის უნივერსიტეტის (გერმანია) ეგიდით გამოიცა ქართველ და გერმანელ სპეციალისტთა ერთობლივი შრომების რამდენიმე კრებული, ჩატარდა კონფერენციები თბილისსა და იენაში. თინათინ მრევლიშვილს ეკუთვნის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი სიტყვათწარმოების, მწერლის ენის, ტექსტის ლინგვისტიკის, რუსული ენის სინტაქსისა და რუსულის, როგორც უცხოური ენის სწავლების საკვანძო საკითხებზე. მისი მონოგრაფია "რთული ქვეწყობილი წინადადების სახეები ნ. ვ. გოგოლის ენაში" გამოიცა რუსულ ენაზე მოსკოველი მეცნიერის, პროფესორ ფ. კუზმინის რედაქტორობით. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 1963 წელს მოსკოვში. პროფესორი.

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.148

Member of Organizations

  • თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი, სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი კომისია, წევრი
  • თბილისის საშუალო სკოლების პედაგოგთა კულტურის უნივერსიტეტის რექტორი, საზოგადოება "ცოდნის" (ლიტერატურისა და კულტურის სამეცნიერო-მეთოდური ცენტრის ხელმძღვანელი), პრეზიდიუმის წევრი
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო, თავმჯდომარე
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო, წევრი
  • რუსული ენის სახელმძღვანელოთა დამდგენი კომისია, წევრი
  • საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრული და კულტურული ურთიერთობის საქართველოს საზოგადოება, გამგეობის წევრი
  • საქართველოს განათლების სამინისტროსთან არსებული სასწავლო-მეთოდური საბჭო , თავმჯდომარე
  • საქართველოს პროფკავშირების რესპუბლიკური საბჭო, წევრი
  • საქართველოს ქალთა რესპუბლიკური კომიტეტი, ვიცე-პრეზიდენტი
  • ჩეხოსლოვაკიასთან კულტურული ურთიერთობისა და მეგობრობის საზოგადოება, ვიცე-პრეზიდენტი

Awards and Honors

  • მედალი "1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისთვის"
  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

Bibliography


Share: