შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი დევდარიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ხარაგაული. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1982 წელს; ამავე წლიდან იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი. 1986 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში; ამავდროულად, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1993-1997წწ. იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი; 1997 წლიდან კვლავ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში და უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე მოღვაწეობს. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი თემატიკაა ფუნქციათა თეორია, წრფივ და არაწრფივ დიფერენციალურ განტოლებათა თეორია, წრფივი და არაწრფივი დრეკადობის თეორიის საკითხები, გარსთა თეორია, გაზური დინამიკის საკითხები და მართვის თეორია. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (1998). წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.213-214
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |