შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ამირან ნადარაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჭყონი, მარტვილის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარულ-ჰიგიენური ფაკულტეტი 1951 წელს. 1956-2002წწ. ეწეოდა სამედიცინო საქმიანობას: 1956-1959წწ. საქართველოს რესპუბლიკური სანეპიდ-სადგური, სანეპიდ. განყოფილების გამგე, მთავარი ექიმის მოადგილე; 1959-1961წწ. თბილისის ჯანდაცვის სამმართველო, ექიმი-ინსპექტორი; 1961-1962წწ. თბილისის მე-11 პოლიკლინიკა, კარდიოლოგ-რენდგენოლოგი; 1962-1978წწ. თბილისის მე-7 კლინიკური საავადმყოფო, თერაპევტი; 1978-1991წწ. თბილისის მე-5 კლინიკური საავადმყოფო, კარდიოლოგიური განყოფილების გამგე; 1991-2002წწ. თბილისის მე-5 კლინიკური საავადმყოფოს პოლიკლინიკური გაერთიანების კარდიოლოგიური განყოფილების გამგე; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: სახელმწიფო პარტია – საქართველოს ეროვნული ერთიანობა "სამშობლოს ფარი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1992-1994წწ. ბოგადანოვკის სანეპიდსადგურის სანიტარული ექიმი; ტყვარჩელის საქალაქო სანეპიდსადგური, მთავარი ექიმი (1994); 1994-1996წწ. სოხუმის საქალაქო სანეპიდსადგური, მთავარი ექიმი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 267 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |