The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ შეროზია

გურამ შეროზია
დაბადების თარიღი:29 ნოემბერი, 1989  (34 წლის)
კატეგორია:პედაგოგი, სატელევიზიო სახე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი; ბაკალავრიატის დამთავრებისთანავე, სწავლა განაგრძო მაგისტრატურაზე GIPA-ში; 2011 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადოქტორო პროგრამაზე.
2005 წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში; 2007 წლიდან კარიერა განაგრძო საქართველოს ბანკში. 2008-2012წწ. მუშაობდა თიბისი ბანკში, მისი ბოლო პოზიცია იყო საცალო სესხების მიმართულების პროდუქტების მენეჯერი სათავო ოფისში; 2011 წლიდან ლექციების წაკითხვა დაიწყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში; 2015 წლიდან შეუერთდა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს; 2016 წლიდან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს; 2013 წელს მუშაობა დაიწყო ტელეკომპანია პალიტრა TV-ზე, გადაცემა "ბიზნეს ფაილის" წამყვანად; 2014 წელს გახდა "იმედის დილის" წამყვანი; 2017 წელს ჰქონდა საავტორო გადაცემა "კაცების დრო" საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელსაც ოთარ შამათავასთან, რატი ამაღლობელთან და ბასა ჯანიკაშვილთან ერთად უძღვებოდა; გადაღებულია ფილმებში: "ახალ წელს დაკარგულები" (2014) — ეპიზოდური როლი; "ქართული რეალობა" - კინო პოეზია (2015) - მთავარი როლი, ნინი ონიანთან ერთად; ბლოგერი, ლექტორი, მარკეტერი, მოგზაური.

წყარო: ტურიზმის ორგანიზაცია: to.edu.ge


გააზიარე: