The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლია შეყილაძე

ლია შეყილაძე
ოფიციალური სახელი:ლიანა შეყილაძე
დაბადების თარიღი:27 ივნისი, 1958
გარდაცვ. თარიღი:27 ნოემბერი, 2020  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან-ჰიგიენური ფაკულტეტი 1982 წელს.

1982-1987წწ. მუშაობდა ქ. ბაღდათის სანეპიდსადგურში; ასევე მუშაობდა ბაღდათის რაიონში, კურორტ საირმის და ქ. ქუთაისში, ტურბაზის ექიმ თერაპევტად; 1987 წლიდან იყო ქუთაისის სანეპიდსადგურის ეპიდემიოლოგიური განყოფილების გამგე; სისტემის რეორგანიზაციისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმერეთის სამხარეო ცენტრის ჩამოყალიბების შემდეგაც იგი წარმატებით განაგრძობდა ეპიდემილოგიურ განყოფილების ხელმძღვანელობას. მისი დამსახურება იყო ეპიდზედამხედველობის პილოტური პროგრამის პირველად იმერეთში და შემდეგ მთელ საქართველოში წარმატებით დანერგვა. ასევე დიდი როლი შეასრულა ეპიდზედამხედველობის ელექტრონული პროგრამის (EIDSS) შექმნის პროცესში. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ კვლევაში, ეპიდაფეთქების ლიკვიდაციაში, რეკომენდაციების შემუშავებაში, საზოგადიებრივი ჯანდაცვის ცენტრებისთვის მეთოდური მითითებების სახელმძვანელოს შექმნაში. ექიმი - ეპიდემიოლოგი.

წყარო: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი (NCDC & PH): facebook.com


გააზიარე: