The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანანა მათიაშვილი

მანანა მათიაშვილი
დაბადების თარიღი:30 ნოემბერი, 1978  (46 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, მთარგმნელი, ჟურნალისტი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. რუსთავი.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი სპეციალობით ლიტერატურული ურთიერთობები და მხატვრული თარგმანი 2000 წელს; 2002 წელს - მაგისტრატურა, 2006 წელს კი ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა; 1998-2001წწ. თსუ უცხო ენებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (სპეციალობით: ნორვეგიული ენა); ოსლოს უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა (სფერო: ნორვეგიული ენა) 2002 წელს; ბერგენის (ნორვეგია) ჩრდილოეთის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა (სფერო: ნორვეგიული ენა და კულტურა) 2004 წელს.

2000-2001წწ. არის გაზეთ "რეზონანსის" კულტურის განყოფილების ჟურნალისტი; 2001-2002წწ. გაზეთ "ახალი ვერსიის" ჟურნალისტი; 2002-2004წწ. ანდრია ბენაშვილის სახელობის ინგლისური პროფილის საშუალო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი; 2003-2004წწ. თსუ უცხო ენებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ნორვეგიული ენის პედაგოგის ასისტენტი; 2003-2006წწ. თსუ სიღნაღის ფილიალის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის ასოცირებული პროფესორი; 2006-2011წწ. თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და თარგმანმცოდნეობის ასოცირებული პროფესორი; 2008-2011წწ. "ევროპული სკოლის" ინგლისური ენის კათედრის წევრი; 2011-2012წწ. შპს "ლიტერასი" (პოზიცია - ელექტრონული წიგნების რედაქტორ-მენეჯერი); 2012 წლიდან კახეთის რეგიონის კულტურული მიმართულების არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე აკადემიის" წევრი; თარგმნის ინგლისური, ნორვეგიული და რუსული ენებიდან პოეზიას, სამეცნიერო ლიტერატურას, პიესებსა და საბავშვო ნაწარმოებებს; ქართულიდან ინგლისურ ენაზე ნათარგმნი აქვს ქართველი მწერლების: მიხო მოსულიშვილის, კატო ჯავახიშვილის, ნინო დარბაისელის, პაატა შამუგიას, ეკა ქურხულის, ირმა შიოლაშვილის, მარიამ წიკლაურის ნაწარმოებები (მათ შორის ლექსი "ერთხელ...", რომელიც დაიბეჭდა ხელოვნებისა და ლიტერატურის ჟურნალ MASQUE & SPECTACLE-ს 2017 წლის 1 ივნისის ნომერში); კითხულობს ლექციების კურსს "თარგმანის თეორიის საფუძვლები" კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში; მუშაობს თარგმანის თეორიაში; არის ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელთა კონკურსის გამარჯვებული (2010); მესამე პრემია უცხოური პიესის საუკეთესო თარგმანისათვის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდის კონკურსზე (2011); მისი თარგმანებია: XIV-XV საუკუნეების იტალიური პოეზია, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ., 1998 წ. (თანაავტორობით); ალექსანდრე პუშკინის ლექსები (თარგმანი რუსულიდან); თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1999 წ. (თანაავტორობით); ჯონ ფოსეს პიესა "ჩვენ არასდროს დავშორდებით" (თარგმანი ნორვეგიულიდან); კრებული "თანამედროვე ევროპული დრამატურგია", თბ. 2004; კნუტ ჰამსუნი, მოგზაურობა ზღაპრულ მხარეში. კავკასიაში განცდილი და ნაოცნებარი (თარგმანი ნორვეგიულიდან), თბ. გამომცემლობა "ლიტერა", 2010; "ადამიანი" - ლიტერატურული და მონოგრაფიული წერილების კრებული; რუსთავი, 2007 (თანაავტორობით); ელიზაბეტ ბიშოპი, ლექსები (თარგმანი ინგლისურიდან), "დიოგენე", თბ., 2010 (თანაავტორობით); სარა კეინის პიესა "აფეთქებული" (თარგმანი ინგლისურიდან). წაკითხულ იქნა სამეფო უბნის თეატრში 2014 წლის 24 დეკემბერს; იან ერიკ ვოლდის ლექსები და სტატია ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ (თარგმანი ნორვეგიულიდან), ჟურნალი "ახალი საუნჯე" N9, 2014; სტაინ მერენის ლექსები და სტატია ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ (თარგმანი ნორვეგიულიდან), ჟურნალი "ახალი საუნჯე" N5, 2015; კიმბერლი ჯონსონის ლექსები (თარგმანი ინგლისურიდან), ჟურნალი "ახალი საუნჯე" N4 2015; ოსბორნის გამომცემლობის გზამკვლევი ტურისტებისათვის ძველ რომში (თარგმანი ინგლისურიდან), ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. თბ., 2016; ანიმალიუმი - ცხოველების მუზეუმი (თარგმანი ინგლისურიდან), ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბ. 2015. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: sangu.gearmuri.georgianforum.com

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: