The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბერდია ბერიაშვილი

ბერდია ბერიაშვილი
დაბადების თარიღი:15 აგვისტო, 1938
გარდაცვ. თარიღი:1992  (53 წლის ასაკში)
კატეგორია:პოეტი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ასანური, სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა ლაგოდეხის რაიონში პროფესიული სასწავლებელი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1962 წელს.

 სტუდენტობისას უკვე ცნობილი პოეტი იყო. მისი პირველი შემფასებელი და დამფასებელი გიორგი ლეონიძე გახლდათ. მუშაობდა საქართველოს რადიოს კორესპონდენტად, გაზეთ "სოფლის ცხოვრების" ლიტერატურულ მუშაკად, განათლების მუშაკთა რესპუბლიკური სახლის ლიტერატურულ-შემოქმედებითი გაერთიანების ხელმძღვანელად. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იგი რედაქტორობდა მის მიერვე დაარსებულ გაზეთ "ცისარტყელას". ლიტერატურულ-შემოქმედებითი მუშაობა დაიწყო 1958 წლიდან, როდესაც ჟურნალ "ცისკარში" გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსი. ბერდია ბერიაშვილის ნაწარმოებები სისტემატურად ქვეყნდებოდა სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთებში, გამოდიოდა ცალკე წიგნად, არის 20-ზე მეტი პოეტური კრებულის ავტორი: "მთვარის საქანელა"  (1968), "სიკეთის მარცვალი" (1973), "ლექსები", "მზე შინა" (1976), "ჩემო ვენახო", "საფიცარი" (1979), "ღია ფანჯრიდან" (1983), 100 ლექსი (2014) და სხვ.; ტრაგიკულად დაიღუპა 1991-1992 წლების თბილისში მიმდინარე საბრძოლო მოვლენების დროს. პოეტ მთვარისა კერესელიძის მეუღლე.

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.264; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 58

ბიბლიოგრაფია

  • ჩემო ვენახო : ლექსები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1987. - 373გვ.
  • მზე შინა : ლექსები / ნ. ტიხონოვის წინასიტყვ. (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1976. - 118გვ,
  • სიკეთის მარცვალი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1973. - 146გვ,
  • მთვარის საქანელა : ლექსები (ავტორი). - თბილისი, ლიტერატურა და ხელოვნება, 1968. - 54გვ.

გააზიარე: