შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბარნაბ ადამაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ოზურგეთი, ოზურგეთის რაიონი. ყოფილი საქართველოს სსრ კპ(ბ) მახარაძის რაიკომის მეორე მდივანი, დაპატიმრების მომენტში იყო საქართველოს განათლების სახალხო კომისრის მოადგილე. სკკპ(ბ) წევრი 1918-1937 წლებში; პარტიიდან გაირიცხა კონტრრევოლუციური საქმიანობის გამო. დაპატიმრების დროს ბრალად დაედო, რომ 1931 წლიდან დაპატიმრების დღემდე იყო ანტისაბჭოთა მემარჯვენე კონტრრევოლუციური, მავნებლურ-ტერორისტული ორგანიზაციის წევრი, აქტიურად იბრძოდა სკკპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ და ეწეოდა ძირგამომთხრელ საქმიანობას სოფლის მეურნეობაში. "სამეულის" სხდომა ჩატარდა 1937 წლის 12 აპრილს. მიესაჯა დახვრეტა პირადი ქონების კონფისკაციით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდი: სტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |