Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ ტატიშვილი![]()
Biographyდაბადებიოს ადგილი: ქ. თბილისი. 1997-2002 წწ. სწავლობდა ასპირანტურაში, ორდინატურა გაიარა ნეიროქირურგიასა და ნეირორადიოლოგიაში (რუსეთი); 2003 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია; მუშაობს ქალაქ თბილისის კლინიკური ნეირორადიოლოგიის ცენტრში; პოპულარობა მოიპოვა სერიალში "შუა ქალაქში" შესრულებული როლით (ექიმი ირაკლი ჩხეიძე); იყო რადიო "იმედის" საავტორო გადაცემა "ჯაზოთერაპიის", საქართველოს ლატარიის კომპანიის გათამაშების, ტელე-კომპანია "იმედის" "ღამის შოუს" წამყვანი; არის საქართველოს "მსკ-ს" (მხიარულთა და საზრიანთა კლუბი) ჩემპიონი და წლის საუკეთესო მოთამაშე (1996), საქართველოს "მსკ-ს" მუსიკალური ფესტივალის გამარჯვებული (1997), საქართველოს "მსკ" ნაკრების "ნამდვილი თამადების" წევრი და სოჭის ფესტივალის ორგზის გამარჯვებული, დსთ-ს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ორგზის მეოთხედ ფინალისტი (1994-1997); "იმედის დილის" წამყვანი. ექიმი-რადიოლოგი, პროფესორი, კინომსახიობი, რადიო და ტელეწამყვანი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჰიპეროსტოზული კრანიოორბიტალური მენინგიომების ქირურგია".
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |