შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელგუჯა ლორთქიფანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჩუნეთი, ახლანდელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი. ქუთაისის რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1924–1926წწ. დრამატულ სტუდიაში ა. ფაღავას ხელმძღვანელობით. სტუდიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა რუსთაველის თეატრში. მისი შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: პოჭინია (ნ. შიუკაშვილის "ამერიკელი ძია"), ოფიცერი (ჯ. რიდის "ათი დღე, რომელმაც შეძრა მსოფლიო"), მოამბე, ქისტი (გ. რობაქიძის "ლამარა"), რაინდი (ი. გედევანიშვილის "სინათლე"), საბა (ა. მაშაშვილის "განგაში"), სოთრანი (შ. დადიანის "თეთნულდი"), კარლ მოორი (ფ. შილერის "ყაჩაღები") და სხვ. მან თარგმნა რუსთაველის თეატრში დადგმული პიესები: ა. კოჩერგას "მაისტერი" ("ქათამი და მესაათე") და ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი". 1935 წელს გასამართლებული იყო ხულიგნობისთვის. დააპატიმრეს 1936 წლის 23 სექტემბერს, "სამეულის" სხდომა ჩატარდა 1937 წლის 28 ივნისს. დაპატიმრების დროს ბრალად ედებოდა, რომ თეატრში ეწეოდა საბჭოთა პარტიული ორგანოების და ღონისძიებების დისკრედიტაციას და გამხრწნელ საქმიანობას, შედიოდა სანდრო ახმეტელის მიერ შექმნილ ანტისაბჭოთა კონტრრევოლუციურ და ტერორისტულ ორგანიზაციაში ამხანაგ ლავრენტი ბერიას წინააღმდეგ ტერორისტული აქტის განხორციელების მიზნით. გამოცხადდა გარდაცვლილად 1939 წლის 13 აგვისტოს. სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 1956 2 თებერვლის წლის განჩინებით N4н-014545 საქმე შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდი: სტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.ge; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.428-429
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |