შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ჭაუჭიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1997 წელს; ამავე უნივერისტეტის მეორადი ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 1996 წელს. 2013-2015წწ. ილიას სახელმწიფო უნივერისტეტში სწავლის შედეგად მიენიჭა განათლების ადმინისტრირების მაგისტრის კვალიფიკაცია; 1997 წლიდან საგანმანათლებლო სფეროშია; 1998 წელს მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში; აღსანიშნავია მისი საქმიანობა საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტსა და მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტში ტრენერის პოზიციაზე; წლების განმავლობაში არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით განხორციელებული აქვს ათეულობით პროექტი, რომლებიც გულისხმობდა ახალგაზრდობისა და სასკოლო საზოგადოების მხარდაჭერასა და განვითარებას; 2004 წლიდან არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის სხვადასხვა პროგრამაში მუშაობს; მუშაობს ქალაქ მარნეულის მეორე საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებლად. იგი ოც წელზე მეტია მასწავლებელია და მათგან თხუთმეტი წლის განმავლობაში სხვადასხვა არაქართულენოვან სკოლაში ასწავლის, ძირითადად ეთნიკურ სომხებსა და ეთნიკურ აზერბაიჯანელებს. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2019 წლის კონკურსის გამარჯვებული. წყარო: მასწავლებლის ეროვნული ჯილდო: მომავალი განათლებაშია: tprize.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |