შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ტარიელ ხარხელაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სიმონიანთხევი, თიანეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. იყო მეცხვარე და წერდა ლექსებს სკოლის მოსწავლეობის პერიოდიდან. თავდაპირველად ლექსების გამოქვეყნებაში დაეხმარა კომპოზიტორი იაკობ ბობოხიძე. პირველად მისი ლექსები დაიბეჭდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალში "პირველი სხივი". პირველი კრებული 2004 წელს გამოვიდა. მას თანამედროვენი ვაჟა ფშაველასთან აიგივებენ. ტარიელ ხარხელაურის ლექსებზე შექმნილია სიმღერები. 2020 წელს აბაშის მუნიციპალიტეტის მერიამ დააჯილდოვა კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის მედლით. ტკივილითა და პატრიოტული სულისკვეთები აღსავსე პოეტი. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.712; mematiane.ge; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.121 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |