The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ მენთეშაშვილი

ვახტანგ მენთეშაშვილი
Date of birth:6 April, 1919
Date of death:1992  (at 72 years)
Category:Humanitarian

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ქვემო მაჩხაანი, დედოფლისწყაროს რაიონი.

მუშაობდა სტამბაში და პარალელურად სწავლობდა პოლიგრაფიულ ტექნიკუმში. 1942 წელს სამუშაოდ მიავლინეს ამიერკავკასიის ფრონტთან არსებულ გამომცემლობაში, 1944 წელს კი გაზეთ "კომუნისტის" რედაქციაში. 1950 წელს ვახტანგ მენთეშაშვილი დანიშნეს ამიერკავკასიის რკინიგზის სტამბის დირექტორად, 1958 წელს ბეჭვდითი სიტყვის კომბინატის პოლიგრაფიის დირექტორი გახდა. სხვადასხვა დროს მუშაობდა პირველ სტამბაში, წიგნის ფაბრიკაში, ცენტრალური კომიტეტის გამომცემლობაში. დაჯილდოვებული იყო საქართველოს მინისტრათა საბჭოს და რესპუბლიკის პროფსაბჭოს ხუთგზის, ხოლო ოთხგზის საქართველოს ბეჭვდითი სიტყვის სახელმწიფო კომიტეტის გარდამავალი წითელი დროშით. ქართული პოლიგრაფიის გამოჩენილი მოღვაწე. პოლიგრაფი. 

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.278

Awards and Honors

  • საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი

Share: