შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აპოლონ კალანდია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხობი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1941 წელს. 1944-1953წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში; 1953-1955წწ. - საკავშირო ვ. სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი; 1955-1967წწ. - თბილისის გამოთვლით ცენტრში მყარი ტანის მექანიკის ამოცანების მიახლოებითი და რიცხვითი ამოხსნების განყოფილების გამგე; 1967-1980წწ. - ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში დრეკადობის თეორიის განყოფილების გამგე. მისი მეცნიერული კვლევის საკითხები შეეხებოდა უწყვეტი ტანის მექანიკის ამოცანების მიახლოებით და რიცხვით ამოხსნებს, დრეკადობის მათემატიკური თეორიის ორგანზომილებიან ამოცანებს, კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებების სასაზღვრო ამოცანებს; მან მოგვცა სიბრტყეზე მრავლადბმული და უსასრულო არეებისათვის ძირითადი სასაზღვრო ამოცანის ამოხსნა n-ჰარმონიული განტოლებებისათვის; მოგვცა მულტოპის მეთოდის მკაცრი მათემატიკური დასაბუთება სასრული გაშლის ფრთის განტოლების მიახლოებითი ამოხსნისას და ამ მეთოდის გამოყენება საკონტაქტო ამოცანების რიცხვითი ამოხსნისას; მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ბრტყელი დრეკადობის სტატიკური ამოცანების ამოხსნების და დრეკადი ფირფიტების ღუნვის კლასიკურ თეორიაში. მათემატიკოსი და მექანიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1955). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Решение основной граничной задачи для управления п и = о в двухсвязной области", დაიცვა 1948 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "Некоторые смешанные задачи теории упругости", დაიცვა 1955 წელს (მოსკოვი). წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.231-232
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |