The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი კაპანაძე

გიორგი კაპანაძე
დაბადების თარიღი:1949  (76 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ახალციხე.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1971 წელს; ასპირანტურა 1974 წელს.

1969 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული მექანიკის კათედრა, 1974-1977წწ. - უფროსი ლაბორანტი; 1977-1987წწ. - ასისტენტი; 1987-2003წწ. - დოცენტი; 2003-2007წწ. - პროფესორი; 1993-2006წწ. კათედრის გამგე; 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; პარალელურად, 2013 წლიდან - ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მისი სამეცნიერო ნაშრომები ეძღვნება დრეკადობის თეორიაში კომპლექსური ანალიზის გამოყენების საკითხებს. კერძოდ, აკადემიკოს ნ. მუსხელიშვილის მეთოდების საფუძველზე მის მიერ ეფექტურად იქნა აგებული ტეხილებით შემოსაზღვრული ორადბმული არის წრიულ რგოლზე კონფორმულად გადამსახავი ფუნქცია (კრისტოფელ-შვარცის ფორმულის ანალოგი), რომლის საფუძველზეც შესწავლილი და ეფექტურად იქნა ამოხსნილი დრეკადობის ბრტყელი თეორიისა და ფირფიტის ღუნვის პრაქტიკულად საინტერესო ამოცანები. ანალოგიური შედეგები აქვს მიღებული ე.წ. ნაწილობრივ უცნობსაზღვრიანი ამოცანებისთვის, რომლებიც დრეკადობის ბრტყელ და ფირფიტის ღუნვის თეორიაში თანაბრად მტკიცე კონტურის მოძებნის ამოცანების სახელწოდებითაა ცნობილი. სულ გამოქვეყნებული აქვს 53 სამეცნიერო ნაშრომი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი (2004).

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.232

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თეორიულ და გამოყენებით მექანიკაში ეროვნული კომიტეტი, წევრი (2002-)
  • კავკასიის ხალხთა აკადემია, ნამდვილი წევრი (2002-)
  • საქართველოს მათემატიკოსთა კავშირი, წევრი (2002-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: