შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგო კარიპიდისი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფეკულტეტი 1958 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის ელექტრომავალმშენებელი ქარხნის საკონსტრუქტორო ბიუროში: კონსტრუქტორად, განყოფილების გამგედ; საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ელექტრული ტრანსპორტის კათედრის გამგედ; საქართველოს ტექნიკური უნვიერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტის ელექტრული ტრანსპორტის მიმართულების ხელმძღვანელად; 1977 წელს მისი უშუალო ხელმძღვანელობით თბილისის ელექტრომავალმშენებელ ქარხანაში დამუშავდა და წარმოებაში დაინერგა მსოფლიოში პირველი კოქსმქრობი ელექტრომავალი (ЭК-14) ტირისტორული მართვით და სიჩქარის ავტომატური რეგულირების სისტემით, რისთვისაც მას ავტორთა კოლექტივთან ერთად მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია; 1985-1989წწ. მისი ხელმძღვანელობით მაგისტრალურ ელექტრომავლებზე (ВЛ10, ВЛ11, ВЛ15) НБ436А გარდამქმნელის ნაცვლად შეიქმნა და დაინერგა რეკუპერაციული დამუხრუჭების რეჟიმის ავტომატური რეგულირების სისტემა, სტატიკური ტირისტორული გარდამქმნელის ბაზაზე; 2000 წელს მისი ხელმძღვანელობით მოდერნიზაცია გაუკეთდა მუდმივი დენის ЭР-2 სერიის ელექტრომატარებლებს; სიჩქარის რეგულირების კონტაქტორულ-რეოსტატული სისტემა შეიცვალა იმპულსური რეგულირების სისტემით (12 ელექტრომატარებელი), რომლებიც წარმატებით მუშაობენ საქართველოს რკინიგზაზე. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1987), პროფესორი (1989). წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.233 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |