The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ ტურძელაძე

ნოდარ ტურძელაძე
დაბადების თარიღი:1 დეკემბერი, 1986  (39 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი სახელმწიფო მართვის სპეციალობით 2007 წელს; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი სპეციალობით სახელმწიფო მმართველობა - 2010 წელს. მიენიჭა სახელმწიფო მმართველობის მაგისტრის ხარისხი.

2005-2014წწ. - სს "საქრესენერგოს" სამეურნეო საქმიანობის ინსპექტორი, სამეურნეო სამსახურის უფროსი და ლოჯისტიკისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსის მოადგილე; 2014-2015წწ. - თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე; 2015-2020წწ. - თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგებელი. 2020-2024წწ. - საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №2 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან. 2024 წლიდან - საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-2024)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი, თავმჯდომარის მოადგილე (2020-2024)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, წევრი (2020-2024)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, წევრი (2020-2024)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2024-)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, წევრი (2024-2024)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, წევრი (2024-)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის კულტურის კომიტეტი, წევრი (2024-)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე (2024-)

გააზიარე: