შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეკატერინე ჯანაგოვა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ.თბილისი. ეკატერინე ჯანაგოვა დაპატიმრებამდე მუშაობდა თბილისის ბაქტერიოფაგის ინსტიტუტში, დააპატიმრეს 1937 წლის 15 აპრილს. ბრალად ედებოდა, რომ კონტრრევოლუციურ-ტროცკისტულ, ტერორისტულ-დივერსიულ-მავნებლურ ორგანიზაციაში გადაიბირა ინგლისური და ფრანგული დაზვერვის რეზიდენტმა, პროფესორმა გიორგი ელიავამ, ვისი დავალებითაც, ბაქტერიოლოგიაში ეწეოდა დივერსიულ-მავნებლურ საქმიანობას; გიორგი ელიავას დავალებით ნაციონალისტურად განწყობილი სომხური ინტელიგენციის რიგებიდან ამ კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში ეწეოდა ახალი წევრების გადაბირებას. "სამეულის" სამხედრო კოლეგიის სხდომა ჩატარდა 1937 წლის 1 ოქტომბერს, მისაჯა დახვრეტა. ექიმი-ბაქტერიოლოგი. წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) : ბიოგრაფიები: 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიები საქართველოში: facebook.com; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდი: სტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |