შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინა ღვინიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ვანთა, თელავის რაიონი. ნინა ღვინიაშვილი იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სუფლიორი, დაპატიმრების დროს მუშაობდა მეოთხე დისპანსერის რეგისტრატურაში, დააპატიმრებულ იქნა 1936 წლის 21 ნოემბერს სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს განსაკუთრებული განყოფილების მიერ. ბრალად ედებოდა სანდრო ახმეტელის საქმეში მონაწილეობა; დანაშაულის ხასიათი - კონტრრევოლუციურ-ნაციონალისტური საქმიანობა. სსრკ-ს უზენაესი სასამართლოს 1937 წლის 29 ივნისის სამხედრო კოლეგიის გამსვლელი სესიის დადგენილებით, მიესაჯა ათი წლით პატიმრობა ციხეში და უფლებების ჩამორთმევა 5 წლის ვადით და პირადი საკუთრების კონფისკაცია. სსრკ-ს უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 1956 წლის 2 თებერვლის №4н-014545/55 გადაწყვეტილებით, 29/06/1937 წლის 29 ივნისის განაჩენი შეიცვალა და საქმე შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდი: სტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.ge; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) : ბიოგრაფიები: 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიები საქართველოში: facebook.com; ქალთა განათლების კერები თელავში / მარინე გოგბაიძე, გიორგი ჯავახიშვილი.- თბ., 2020.-გვ.93 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |