Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბარბარე კევლიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კურდღელაური, თელავის რაიონი. ბარბარე კევლიშვილი დაპატიმრებამდე იყო საქართველოს სსრ კპ(ბ) კასპის რაიონული კომიტეტის მდივანი, საკავშირო კპ(ბ) წევრი 1926 წლიდან, პარტიიდან გაირიცხა კონტრრევოლუციური საქმიანობის გამო. გაასამართლა "სამეულმა", სხდომა ჩატარდა 1937 წლის 11 სექტემბერს. ბრალად ედებოდა, რომ იყო მემარჯვენეთა კონტრრევოუციური ორგანიზაციის აქტიური წევრი, 1935 წელს გადაიბირა მემარჯვენეთა კონტრრევოუციური ორგანიზაციის წევრმა პროკოფი კირვალიძემ, რომელთან ერთადაც კასპის რაიონში ჩამოაყალიბა მემარჯვენეთა კონტრრევოუციური ორგანიზაცია. პირადად გადაიბირა 7 ადამიანი. იყო მემარჯვენეთა კონტრრევოუციური ორგანიზაციის ხელმძღვანელი რაიონში, პირადად ხელმძღვანელობდა მთელი ორგანიზაციის ძირგამომთხრელ კონტრრევოუციური და მავნებლურ საქმიანობას. მიესაჯა დახვრეტა პირადი ქონების კონფისკაციით. მინიშნება სხდომის ოქმზე: "მე-5 თვის ორსული. მშობიარობის შემდეგ შესრულდეს სასჯელი..." (გარდაიცვალა ციხის საავადმყოფოში მიღებული ფიზიკური ტრამვების და სეფსისის შედეგად). წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდი: სტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |