შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ტარიელ კვიციანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბეჩო, მესტიის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1969 წელს. 1969-1972წწ. - საქართველოს ჰიდროტექნიკის და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-მუშაკი; 1972-1975წწ. - ასპირანტი; 1977 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეორიული მექანიკის კათედრა - ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი; 1998-2007წწ. - თეორიული მექანიკის კათედრის გამგე; 2007 წლიდან - საინჟინრო მექანიკის დეპარტამენტის თეორიული მექანიკის მიმართულების ხელმძღვანელი. სამეცნიერო კვლევის ძირითადი თემატიკაა: თხელკედლიანი ცილინდრული გარსების დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის გამოკვლევა (2006-2008); ცვალებადი მასის მქონე სისტემის და ცვალებადი ხარჯის მქონე სითხის დინამიკის ამოცანები (2007-2009); თაღოვანი კაშხალების სიმტკიცეზე გაანგარიშების კომბინირებული მეთოდი და ოპტიმალური პარამეტრების შერჩევის საკითხები (2009-2012); ბუნებრივი და ხელოვნური ფერდობების სტატიკური მდგრადობა-არამდგრადობის ამოცანები; მეწყერ-ჩამონაქცევების და თოვლის ზვავების დინამიკური პროცესების მათემატიკური მოდელირების ამოცანები. მის მიერ მიღებულია გამოყენებითი და პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე არაერთი შედეგი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, 5 მონოგრაფია, 11 სახელმძღვანელო. პედაგოგიკისა (1999) და ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2001), პროფესორი (2003). წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.234-235; სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.209; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 17 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |