The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ გაბარაშვილი

თამარ გაბარაშვილი
დაბადების თარიღი:1902
გარდაცვ. თარიღი:29 დეკემბერი, 1937  (35 წლის ასაკში)
კატეგორია:ფინანსისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

თამარ გაბარაშვილი დაპატიმრების დროს იყო საქართველოს შემნახველი სალაროების სამმართველოს უფროსი, 1920 წლიდან იყო სკკპ(ბ) წევრი, 1937 წელს გაირიცხა სკკპ(ბ) პარტიიდან კონტრრევოლუციურ-ნაციონალისტური მიდრეკილებების და ტროცკისტული ორჭოფობისათვის, რასაც უმალავდა პარტიას. "სამეულის" სხდომა ჩატარდა 1937 წლის 28 დეკემბერს; ბრალად ედებოდა, რომ 1936 წელს იყო კონტრრევოლუციურ-ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური მემარჯვენე ორგანიზაციის წევრი და ეწეოდა კონტრრევოლუციურ მავნებლურ საქმიანობას. მიესაჯა დახვრეტა ქონების კონფისკაციით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდი: სტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.ge


გააზიარე: