The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე კინწურაშვილი

ალექსანდრე კინწურაშვილი
დაბადების თარიღი:1902
გარდაცვ. თარიღი:16 სექტემბერი, 1937  (35 წლის ასაკში)
კატეგორია:სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

სუბტროპიკულ კულტურათა საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ყოფილი ასპირანტ-ასისტენტი. 1932-1937წწ. იყო ინსტიტუტის პარტკომის წევრი, ამ პერიოდშივე რამოდენიმეჯერ იქნა არჩეული სკსი-ს პარტკომის მდივნად. გაასამართლა სამხედრო კოლეგიამ 1937 წლის  16 სექტემბერს; ბრალი ედებოდა, რომ ხელმძღვანელობდა სუბტროპიკული ინსტიტუტის კონტრრევოლუციურ-ტროცკისტულ-ტერორისტულ ჯგუფს ქ. სოხუმში. მიესაჯა დახვრეტა. (შენიშვნა: მსახურობდა წითელ არმიაში 1923-1925წწ. იყო უმცროს მეთაურთა შემადგენლობის მეთაური ქ. თბილისში. თეთრებთან არ მსახურობდა).

წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) : ბიოგრაფიები: 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიები საქართველოში: facebook.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ(ბ) პარტია, წევრი (1929-)

გააზიარე: