შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან ღამბაშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაპატიმრების დროს იყო საქვაჭრობის დამზადების კანტორის ინჟინერი. ორჯერ იყო დაპატიმრებული საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ორგანოების მიერ ანტისაბჭოთა საქმიანობისა და საქართველოს საკონსერვო წარმოებაში მოქმედ კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში მონაწილეობისთვის. "სამეულის" სხდომა გაიმართა 1937 წლის 25 დეკემბერს. ბრალად ედებოდა, რომ იყო მემარჯვენე კონტრრევოლუციურ-ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური და ჯაშუშური ორგანიზაციის წევრი, რომელიც მოქმედებდა საქართველოს საკონსერვო წარმოებაში და რომელიც ამზადებდა ტერორისტულ აქტს საბჭოთა მთავრობისა და პარტიის ხელმძღვანელების წინააღმდეგ. ორგანიზაციაში გადაიბირა 1931 წელს "ქართული ნაციონალური ცენტრის" აქტიურმა წევრმა შ. ცქიტიშვილმა. ამ ორგანიზაციის დავალებით ეწეოდა ჯაშუშურ საქმიანობას ერთ-ერთი უცხოური დაზვერვის სასარგებლოდ და ამ საქმიანობით დაკავშირებული იყო ორგანიზაციის ერთ-ერთ წევრთან. გადასცემდა ინფორმაციას ქართული ინტელიგენციისა და სტუდენტების, აგრეთვე კახელი გლეხების წრეებში არსებული განწყობილებების შესახებ. ორგანიზაციიდან იღებდა დირექტივებს და ეწეოდა მავნებლურ-დივერსიულ საქმიანობას საკონსერვო წარმოებაში, დეზორგანიზაციისა და საბჭოთა მეურნეობებში სამშენებლო სამუშაოების ჩაშლის გზით. მიესაჯა დახვრეტა პირადი ქონების კონფისკაციით. (ლევან ღამბაშიძის მეუღლე ელისაბედ მირიანაშვილი-ღამბაშიძეც დახვრიტეს 1938 წლის 22 ივნისს). წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) : ბიოგრაფიები: 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიები საქართველოში: facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |