The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ომარ კიკვიძე

ომარ კიკვიძე
Date of birth:13 December, 1961  (63 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

1978 წლიდან იყო ნ. მუსხელიშვილის სახელობის ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომექანიკური ფაკულტეტის სტუდენტი; 1980 წლიდან სწავლა განაგრძო და 1984 წელს დაამთავრა ნ. ბაუმანის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი (მსტუ), სპეციალობით: მანქანების დინამიკა და სიმტკიცე; 1989 წელს დაამთავრა მსტუ-ს ასპირანტურა სპეციალობით: მყარი დეფორმირებადი სხეულების მექანიკა.

1992-1995წწ. იყო რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ა. ა. ბლაგონრავოვის სახელობის მანქანათმცოდნეობის ინსტიტუტის დოქტორანტი; 1984-1986წწ. - ნ. მუსხელიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის მასალათა გამძლეობის კათედრის ასისტენტი; 1989-1992წწ. - ლითონების წნევით დამუშავების კათედრის გამგე; 2004-2006წწ. - მშენებლობის კათედრის გამგე; 1997-2005წწ. - სამაგისტრო სწავლების ფაკულტეტის დეკანი; 2006 წლიდან - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნვიერსიტეტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის დეპარტამენტის პროფესორი; სამეცნიერო ჟურნალის "აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე" სარედაქციო კოლეგიის წევრი; 2011-2012წწ. მოღვაწეობდა შ. ესენოვის სახელობის კასპიის ტექნოლოგიებისა და ინჟინერინგის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ქ. აქტაუ, ყაზახეთის რესპუბლიკა). მისი სამეცნიერო ინტერესთა სფეროა მყარი დეფორმირებადი სხეულების მექანიკა, ტექნილოგიური მექანიკა, მასალებისა და კონსტრუქციის ელემენტების არადრეკადი დეფორმირება, თერმოდრეკადი ღეროების გეომეტრიულად არაწრფივი ამოცანები, არაწრფივი-ბლანტი-განმტკიცებადი მასალების არხებში დინების გაანგარიშების მეთოდების დამუშავება, ფორმის მეხსიერების მასალებისა და კონსტრუქციის ელემენტების არადრეკადი დეფორმირების გაანგარიშება, სადაც, მასალის მდგრადობის ინტეგრალური პირობის საფუძველზე მიღებულია განმსაზღვრელი განტოლებები არადრეკადი დეფორმირებისათვბის თერმომექანიკური დატვირთვისას. გამოქვეყნებული აქვს 86 სამეცნიერო სტატია. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (2001).

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ფორმის მეხსიერების მქონე მასალებისა და კონსტრუქციის ელემენტების არადრეკადი დეფორმირების ანგარიში", დაიცვა 1997 წელს.

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.235-236

Member of Organizations

  • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინროტექნიკური ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო, თავმჯდომარე (2008-)
  • საქართველოს მექანიკოსთა კავშირი, წევრი (2006-)

Bibliography


Share: