შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შუშანა გალდავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ღანირი, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა ქალთა უმაღლესი კურსების ისტორიის ფაკულტეტი თბილისში 1914 წელს. დაპატიმრებამდე იყო ბავშვთა ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორი. 1904-1928წწ. სკკპ(ბ) პარტიის წევრი, გაირიცხა პარტიიდან, როგორც ტროცკისტი. 1929 წელს მიესაჯა გადასახლება 3 წლით და გადასახლებიდან ფარულად დაბრუნდა 1931 წელს. დააპატიმრეს 1936 წლის 8 ოქტომბერს, სამხედრო კოლეგიამ გაასამართლა 1937 წლის 28 ივნისს. დაპატიმრებისას ბრალად ედებოდა, რომ 1929 წელს დააპატიმრეს და გაასამართლეს აქტიური არალეგალური საქმიანობისთვის, იგი გადასახლებაშიც აგრძელებდა ტროცკისტულ საქმიანობას. თვალთმაქცურად გააკეთა ტროცკიზმისგან განდგომის განცხადება და 1931 წელს თბილისში დაბრუნების შემდეგ დარჩა ურყევ ტროცკისტად; 1934 წელს გადასახლებიდან დაბრუნების, შემდეგ შეხვდა აქტიურ არალეგალ ბენო კალანდაძეს, რომელთანაც ჰქონდა კონტრრევოლუციური საუბრები და უკანასკნელ დრომდე ინარჩუნებდა მჭიდრო კავშირს სულაქველიძეს, დიდიძესა და დარახველიძესთან. ბრალი აღიარა ნაწილობრივ. მხილებულია დიდიძის, დარახველიძისა და სულაქველიძის ჩვენებებით. სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ შუშანა ნესტორის ასულ გალდავას მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლით, 5 წლით პოლიტიკური უფლების აყრით, მთელი მისი კუთვნილი ქონების კონფისკაციით. სასჯელის ვადის ათვლა დაიწყო 1936 წლის 8 ოქტომბრიდან. 1937 წლის 23 აგვისტოს სპეციალური თანხლებით გადაგზავნილ იქნა ქ. იაროსლავლში იაროსლავლის ციხის უფროსის განკარგულებაში. წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) : ბიოგრაფიები: 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიები საქართველოში: facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |