შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დოდო ლომიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1970 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების საზოგადოებრივი პროფესიის ფაკულტეტი მუსიკისმცოდნის სპეციალობით 1974 წელს. მუშაობდა კორნელი კეკელიძის ხელნაწერთა ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; დამუშავებული აქვს ნიკო ბერძენიშვილის პირადი არქივი და იყო მისი სახელობის კაბინეტის გამგე; კითხულობდა საქართველოს ისტორიის ლექციების კურსს ახალციხის უნივერსიტეტში, ასწავლიდა მუსიკის თეორიის საგნებს სოფეკ დიღმის სამუსიკო სკოლაში; დ. ლომიძის სამეცნიერო საქმიანობა მოიცავდა XVIII საუკუნის საქართველოს ისტორიის პოლიტიკურ და კულტურულ საკითხებს. საბჭოთა პერიოდში საქმიანი მიმოწერა ჰქონდა ლოს-ანჟელესის უნივერსიტეტის ხელოვნებისა და არქეოლოგიის კათედრის ხელმძღვანელთან, პროფესორ ვახტანგ ჯობაძესთან. მის მიერ გამოგზავნილი ფოტომასალები, რომლებიც უცხოეთის სიძველეთსაცავებში დაცულ ქართულ ხელოვნების ნიმუშებსა და ტაო-კლარჯეთის ძეგლებს ასახავს, ამჟამად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება. დ. ლომიძის მონოგრაფია "ყიზილბაშობა 1735-1749 წლების აღმოსავლეთ საქართველოში" გამოიცა მისი გარდაცვალების შემდეგ. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |