შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ ბაციკაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი ინჟინერ-მეტალურგის სპეციალობით 1971 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის ასპირანტურა 1985 წელს. 1971-1973 წწ. - მანქანათმშენებლობის და ელექტროტექნიკის საპროექტო ტექნოლოგიური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ინჟინერი; 1973-1979 წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტის ასისტენტი; 1979-1981 წწ. - საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის უფროსი ინჟინერი; 1981-1986 წწ. - საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1986 - 2005 წწ. - საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 2005-2017 წწ. - სსიპ ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის არაორგანული მასალების ქიმიური და ფიზიკურ-ქიმიური ანალიზის ლაბორატორიის მკვლევარი სპეციალისტი; 2017 წლიდან - სსიპ ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის არაორგანული მასალების ქიმიური და ფიზიკურ-ქიმიური ანალიზის ლაბორატორიის მეცნიერ თანამშრომელი. არის მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციის, სტატიისა და გამოგონების ავტორი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1985), აკადემიური დოქტორი ტექნიკის დარგში (2006). წყარო: სსიპ - ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი: mmi.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |