შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან იოსელიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი 2000 წელს; მაგისტრის ხარისხი, ჩიკაგოს კენტის სამართლის სკოლაში მიიღო; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში გავლილი აქვს ზოგადი მენეჯმენტის კურსი. 1999-2000 წწ. მუშაობდა "საქართველოს ბანკში" იურისტად; 2000-2001 წწ. იყო "თიბისი ბანკის" მთავარი იურისტი; 2001–2008 წწ. იურიდიული კომპანია "ასლანიშვილი და იოსელიანის" დამფუძნებელი, პარტნიორი და მთავარი იურისტი; 2008-2016 წწ. დააარსა "ლევან იოსელიანის" იურიდიული კომპანია; 2014 წელს იყო მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალექსანდრე ელისაშვილის, საარჩევნო შტაბის უფროსი; 2016-2017 წწ. ილინოისის შტატში, ჩიკაგოში, მონაწილეობდა სასამართლოს მედიაციის პროგრამაში როგორც მედიატორი; 2018-2020წწ. ააიპ "საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის" აღმასრულებელი დირექტორი; 2020-2023 წწ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2023 წლის 7 მარტს საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტმა ლ. იოსელიანი სახალხო დამცველად აირჩია. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |