| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა ბარჯაძე![]()
ბიოგრაფიაზოოლოგი (ენტომოლოგი, ბიოსპელეოლოგი), ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (2005), დოქტორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატი ბიოლოგიის სპეციალობით 2002 წელს; 2004 წელს ამავე უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრატურა ეკოლოგიის სპეციალობით. 2001 წლიდან მუშაობს ზოოლოგიის ინსტიტუტში; 2016 წელს გახდა უხერხემლო ცხოველთა შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი; 2013–2017წწ. საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში იყო ასისტენტ-პროფესორი ენტომოლოგიის მიმართულებით; 2017–2019წწ. ასისტენტ-პროფესორი; 2019 წლიდან არის ასოცირებული პროფესორი უხერხემლოთა ზოოლოგიის მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში; 2016 წლიდან არის ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) მღვიმეების უხერხემლო ცხოველთა სპეციალისტთა ჯგუფის წევრი (IUCN SSC Cave Invertebrate Specialist Group member); მისი სამეცნიერო ინტერესის სფეროებია: ბუგრებისა (Hemiptera, Aphidomorpha) და ბოლოფეხიანების (Collembola) ტაქსონომია, ბიომრავალფეროვნება და ფილოგენეზი; მღვიმეების უხერხემლო ცხოველთა ბიოლოგია, ეკოლოგია და კონსერვაცია. გამოქვეყნებული აქვს 120 სამეცნიერო პუბლიკაცია. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მდინარეების ძამას, ტანასა და თეძმის ხეობების ბუგრების (Hemiptera: Aphidoidea) ფაუნა და ეკოლოგია", დაიცვა 2005 წელს. წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: faculty.iliauni.edu.ge; cbg.iliauni.edu.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

