The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზვიად ავალიანი

ზვიად ავალიანი
Date of birth:5 December, 1983  (42 years)
Category:Political Scientist, Journalist, Television Personality

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პოლიტოლოგიის სპეციალობით 2006 წელს.

2007 წლიდან ეწევა ჟურნალისტურ, კვლევით და საზოგადოებრივ საქმიანობას; 2008 წლიდან იბეჭდება სხვადასხვა ქართულენოვან ჟურნალ-გაზეთში (სტატიების ციკლი "რელიგია და ფილოსოფია" და სხვ.); 2011-2012 წლებში იყო გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" პოლიტიკური მიმომხილველი; 2012-2013 წლებში ანალიტიკური პლატფორმის, european.ge ავტორი და რედაქტორი; ამავე პერიოდში ტელეკომპანია "ობიექტივის" ეთერში მიჰყავდა დებატის ფორმატის საავტორო გადაცემა "ისტორიული პროცესი"; 2013-2018 წლებში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი ("არგუმენტების დრო", "არჩევნები 2016", "თვითმმართველობა 2017") და ანალიტიკოსი; 2019 წლიდან - კომუნიკაციების კომისიის მედია-აკადემიის მედიაკრიტიკის საგანმანათლებლო-ანალიტიკური პლატფორმის ავტორი; 2020-2022 წლებში - მედიაკრიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი; 2022 წლის ივლისიდან ტელეკომპანია POSTV წამყვანი (პოსტ-ანალიტიკა) და ანალიტიკოსი; გამოქვეყნებული აქვს ასზე მეტი სტატია, თარგმანი და სხვა პუბლიკაცია მათ შორის: "ჩარლზ დარვინი: ათეისტი არასდროს ვყოფილვარ" (გუმბათი.-თბ.,2009.-16-22 თებერვალი.-N7(71).-გვ.43), "იყო თუ არა მეორე მსოფლიო ომი "სხვისი ომი" ? ანუ საიდან იღებს სათავეს ვეტერანების პრობლემა" (საქართველოს რესპუბლიკა.-თბ.,2011.-8 თებერვალი.-N25 (6636).-გვ.5-6), "რაკეტსაწინააღმდეგო რადარი, ანუ საქართველო კვლავ ტორეადორის წითელი ნაჭრის როლში" (საქართველოს რესპუბლიკა.-თბ.,2011.-15 თებერვალი.-N29 (6641).-გვ.5), "რატომ არ უნდა გახდეს საქართველო სინგაპური?" (საქართველოს რესპუბლიკა.-თბ.,2011.-30 მარტი.-N58 (6670).-გვ.2-4); არის რამდენიმე აკადემიური კვლევისა და წიგნის ავტორი /თანაავტორი მათ შორის: "ქართული მას-მედია და რუსეთ-უკრაინის ომი. გამოწვევები და რეკომენდაციები" (პოლიტიკის დოკუმენტი, 2022); სხვადასხვა არხზე გადაღებული აქვს შემეცნებითი და ისტორიული დოკუმენტური ფილმები მათ შორის "მოკითხვა ხარპინიდან". მედია-მენეჯერი, დოკუმენტალისტი.

Bibliography


Share: