შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი მალასიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჩაილური, საგარეჯოს რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1962 წელს. 1962 წლიდან მუშაობდა აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში: 1962-1965წწ. უმცროსი მეცნიერ-მუშაკი; 1965-1968წწ. ასპირანტი; 1968-1972წწ. ობსერვატორიის უმცროსი მეცნიერ-მუშაკი; 1972 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი; პარალელურად, 1988-2003წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომიის კათედრა. მისი სამეცნიერო ინტერესთა სფეროა ასტროფიზიკა (ვარსკვლავთა სისტემების კინემატიკა-დინამიკა), ჩვენი გალაქტიკის გრავიტაციული ველის მოდელირება. მის მიერ აღმოჩენილი იქნა გალაქტიკის გრავიტაციული ველის შესატყვისი გრავიტაციული პოტენციალის ორიგინალური ფორმა, რომლისთვისაც ანალიზურად ამოიხსნა გალაქტიკური ორბიტების ბრტყელი ამოცანა სპეციალურ ფუნქციებში. შემდგომში, გალაქტიკის მასების განაწილების სივრცული ორიგინალური მოდელის გამოყენებით გამოკვლეული იქნა ზოგიერთი გალაქტიკური წარმონაქმნების სამგანზომილებიანი ორბიტები. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი (2003). წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.240 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |