The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი მანჯავიძე

გიორგი მანჯავიძე
დაბადების თარიღი:6 მაისი, 1924
გარდაცვ. თარიღი:13 აპრილი, 1999  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1947 წელს.

1950-1954წწ. თბილისის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის სწავლული მდივანი; 1954-1977წწ. ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1983-1999წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში კომპლექსური ანალიზის თეორიისა და მისი გამოყენების განყოფილების გამგე. იგი იკვლევდა სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებათა სისტემებს წყვეტილი კოეფიციენტებით, რომლებიც საძებნ ფუნქციებთან ერთად შეიცავს აგრეთვე, მათ კომპლექსურად შეუღლებულ ფუნქციებსაც. ამ აპარატის გამოყენებით, შემდგომ შეისწავლა დრეკადობის ბრტყელი თეორიის შერეული ამოცანა ანიზოტროპული სხეულებისათვის, რომლებსაც იხილავდა, როგორც წრფივი შეუღლების ამოცანას გადაადგილებებით. მან შეისწავლა სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებათა სისტემის შეუღლების ამოცანები, განზოგადებულ ანალიზურ ფუნქციათა და ვექტორთა შეუღლების ამოცანები გადაადგილებებით. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1959).

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.240-241;  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.521

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1990 - ნიკო მუსხელიშვილის სახელობის პრემია
  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: