The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აკაკი მანჯგალაძე

აკაკი მანჯგალაძე
Date of birth:1951  (74 years)
Category:Mathematician, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის 26-ე ტექნიკური სასწავლებელი ზეინკალ-ავტოშემკეთებლის სპეციალობით 1969 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ავტომექანიკოსის სპეციალობით - 1975 წელს.

1975-1977წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, მოძრაობის უსაფრთხოების ლაბორატორიის ინჟინერი, შიგაწვის ძრავების კათედრის ლაბორატორიის გამგე; 1977 წლიდან - ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი; ამავე წლიდან - მოსკოვის ბაუმანის სახელობის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლის კომბინირებული შიგაწვის ძრავების კათედრის ასპირანტი; მუშაობდა ამავე კათედრის პრობლემურ სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში; 1981-2000წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქუთაისის ფილიალში ჯგუფის ხელმძღვანელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ძრავების ლაბორატორიის ხელმძღვანელი; ამავე წლებში - ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტი, ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი; 2000 წლიდან - თბილისი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის თემატიკა ეხება დიზელის ძრავის გამომშვებ არხში აირის მოძრაობის პარამეტრების ანგარიშისა და არხის პარამეტრების გაუმჯობესების ღონისძიებებს. სახელდობრ, განიხილა შიგაწვის ძრავის აირგამტარი პროფილების ოპტიმიზაციის საფუძვლები, სამგანზომილებიანი მათემატიკური მოდელებისა და პროფილების გრადიენტული ოპტიმიზაციის მეთოდების გამოყენებით. შემუშავებული თეორიის საფუძველზე დაპროექტდა დიზელის ძრავების აირგამდინარი არხების ახალი პროფილები, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა კამის და ქუთაისის საავტომობილო ქარხნებში წარმოებული ძრავების მახასიათებლები, კერძოდ, 2-3%-ით შემცირდა საწვავის ხარჯი და 15-20%-ით ბოლვის მახასიათებელი, ხოლო მაყუჩის ახალი კონსტრუქციის გამოყენებამ შეამცირა ხმაურის დონე 15-2-%-ით. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (1995).

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.241-242; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.209-210

Member of Organizations

  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1996-)

Awards and Honors

  • 1994 - გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია

Bibliography


Share: