შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ მარგველაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკური ფაკულტეტი, სპეციალობით "ავტომობილები და ტრაქტორები" 1948 წელს. 1948-1954წწ. მუშაობდა თბილისის ავტოშემკეთებელ ქარხანაში; 1954-1960წწ. - საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1960-2010წწ. (სიცოცხლის ბოლომდე) საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტში დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო ნაწილში; 1976-1986წწ. - შეთავსებით, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში "ავტომობილების და ტრაქტორების" კათედრაზე პროფესორის თანამდებობაზე. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის სფეროები იყო ავტომობილებისა და ტრაქტორების თეორია, ტრაქტორის ავტომატური მართვის სისტემები, მაღალი გამავლობის მობილური მანქანები, დაბალტემპერატურიანი ენერგიის მექანიკურ ენერგიად გარდაქმნის პრობლემები; მის მიერ ჩატარებულია ტრაქტორის ელასტიური თვლების გვერდცდენის მოვლენის გამოკვლევა; მისი ხელმძღვანელობით პირველად შეიქმნა და გაიარა სახელმწიფო გამოცდები ტრაქტორის ავტომატური მართვის უკონტაქტო ფოტოოპტიკურმა სისტემამ. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1973), პროფესორი (1980), უნგრეთის რესპუბლიკის დამსახურებული ინჟინერი. წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.242; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.48 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |