შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბესო კალანდაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. პროფესიონალური მუსიკალური კარიერა დაიწყო 1974 წელს, როდესაც მიიწვიეს სოლისტ-ვოკალისტად სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ "რერო"-ში; 1978 წელს გადავიდა "ვია 75"-ში, სადაც დაჰყო 1986 წლამდე, ჯგუფის დაშლამდე; "ვია 75"-ში შეასრულა პოპულარული ჰიტები: "ტირიფები", "თეთრი ღამე", "გიორგობის თვე" და სხვა; ასევე იყო ანსამბლის არანჟირების ავტორი; "ვია 75"-ის დაშლის შემდეგ თავის ძირითად სპეციალობას დაუბრუნდა; 1990-იან წლებში კვლავ სცენას დაუბრუნდა და ახალი არანჟირებით ჩაწერა ძველი ჰიტები; "ვია 75"-ში, არის ჯგუფის ბას-გიტარისტი და ვოკალისტი; ანსამბლი აღდგა 2011 წელს, გამოუშვა ალბომი კომპაქტ-დისკის სახით; რამდენიმე კონცერტი გამართა საქართველოს ტერიტორიაზე; ეწევა ბიზნეს საქმიანობას, ხელმძღვანელობს საკუთარ ფირმას, ლოჯისტიკური ცენტრს, სადაც სამაცივრე და სასაწყობო მეურნეობაა; მისი მეშვეობით შესაძლებელია ხილისა და ბოსტნეულის ცოცხლად შენახვა. 2011 წლის მიწურულს გაიხსნა "ვია 75"-ის ვარსკვლავი ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის წინ. ვოკალისტი, ბას-გიტარისტი. წყარო: საინფორმაციო სააგენტო: m.sputnik-georgia.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |