The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი დევდარიანი

გიორგი დევდარიანი
დაბადების თარიღი:8 დეკემბერი, 1972  (52 წლის)
კატეგორია:მწვრთნელი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
პროფესიული სამწვრთნელო კარიერა 2002 წელს საფეხბურთო კლუბ "თბილისში" დაიწყო, რომელშიც 2004 წლის ივლისამდე მუშაობდა; 2011 წელს სათავეში ჩაუდგა თბილისის "დინამოს" მეორე გუნდს; ერთი წლის თავზე "დინამოს" მთავარი გუნდის მწვრთნელი გახდა; 2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის მარტის ჩათვლით საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში მუშაობდა; მისი თავკაცობით ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელებმა ლუქემბურგისა და შოტლანდიის 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები დაამარცხეს, ჯგუფიდან მეორე პოზიციით გავიდნენ; 2013 წლის ივნისიდან გორის "დილას" თავკაცი გახდა და შეძლო გუნდი ევროპის ლიგის პლეი-ოფამდე გაეყვანა, მისი გუნდი ვენის "რაპიდთან" დამარცხდა; ამავე წლის ოქტომბერში "დილას" მწვრთნელის პოსტი დატოვა; 2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის ივლისამდე წვრთნიდა საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებს; 2015-2017წწ. "ტრაბზონსფორის" მთავარი მწვრთნელის, შოთა არველაძის თანაშემწე. ფეხბურთის მწვრთნელი.


გააზიარე: