The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ლაშხი

ალექსანდრე ლაშხი
დაბადების თარიღი:4 თებერვალი, 1945  (80 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეკანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1968 წელს; 1968-1971წწ. იყო მოსკოვის უნივერსიტეტის ასპირანტი ალგებრის კათედრაზე (ხელმძღვანელი პროფ. ა. შმელკინი).

1973 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებით დაიცვა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, სპეციალობით ლოგიკა, ალგებრა, რიცხვთა თეორია; 1971-1984წწ. იყო მეცნიერებათა აკადემიის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1984-1985წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის გამგე; 1989 წელს დაიცვა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, სპეციალობით გეომეტრია და ტოპოლოგია; 1973-1990წწ. პერიოდულად, როგორც მეცნიერ მუშაკი, დოქტორანტი, მიწვეული პროფესორი, თანამშრომლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ალგებრის კათედრასა და სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში; 2005-2007წწ. და 2008-2009წწ. იყო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე; 2007-2008წწ. - რექტორი; 2012 წლიდან - გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოთვლითი მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 1983 წლიდან იგი ხშირად იყო მიწვეული პროფესორი საზღვარგარეთ (საფრანგეთი, ინგლისი, ისრაელი, იტალია, გერმანია და სხვ.). 180-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მრავალი სტატიის, სახელმძღვანელოს ავტორი. იყო 6 მეცნიერებათა დოქტორის, 25 მეცნიერებათა კანდიდატის, 4 აკადემიური დოქტორის ხელმძღვანელი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1989), პროფესორი.

წყარო: მათემატიკოსები საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში: 1917-2014/ლიდა ბერიძე. -თბ., 2014. -გვ.142-143; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.310

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: