Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით ნატროშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ზემო მაჩხაანი, დედოფლისწყაროს რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1970 წელს; ასპირანტურა - 1973 წელს. 1973-1987წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი, უმცროსი, უფროსი, წამყვანი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 1987-2007წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორი, უმაღლესი მათემატიკის N99 კათედრის გამგე; 2007 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სრული მათემატიკის დეპარტამენტის უფროსი; შეთავსებით - 1987 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 1998-2005წწ. - სოროსის საერთაშორისო საგანმანათლებლო ფონდის ექსპერტი; 2003-2004წწ. - საქართველოს განათლების სამინისტროს სახელმწიფო კურიკულუმის შემმუშავებელი კომისიის ექსპერტი მათემატიკაში; 2004-2006წწ. – გლაზგოს (ბრიტანეთი) კალედონიის უნივერსიტეტის პროფესორი. სამეცნიერო ნაშრომათა სრული სია მოიცავს 230-ზე მეტ დასახელებას, მათ შორის 9 სამეცნიერო მონოგრაფია (ხუთი რუსულ და ოთხი ინგლისურ ენაზე), 7 სახელმძღვანელო. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1985), პროფესორი (1989). წყარო: მათემატიკოსები საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში: 1917-2014/ლიდა ბერიძე. -თბ., 2014. -გვ.133-134 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |