The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე ლაღიძე

ივანე ლაღიძე
დაბადების თარიღი:1900
გარდაცვ. თარიღი:29 ივნისი, 1937  (37 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხაშმი, საგარეჯოს რაიონი.

დაპატიმრების მომენტში უმუშევარი; ივანე ლაღიძე იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი, დაპატიმრების დროს - უმუშევარი. ბრალად ედებოდა სანდრო ახმეტელის საქმეში მონაწილეობა, დანაშაულის ხასიათი - კონტრრევოლუციური საქმიანობა ჯაშუშურ ორგანიზაციაში. დააპატიმრეს 1936 წლის 23 სექტემბერს. გაასამართლა სამხედრო კოლეგიამ, "სამეულის" სხდომა გაიმართა 1937 წლის 28 ივნისს, დახვრიტეს 1937 წლის 29 ივნისს. ივანე ლაღიძის მეუღლეს, კ. ლაღიძეს აცნობეს, რომ მისი ქმარი გარდაიცვალა სასჯელის მოხდისას, 14.11-1942 წლის 14 ნოემბერს. სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 1956 წლის 11 თებერვლის განჩინებით 1937 წლის 28 ივნისის ბრალდება გაუქმდა და საქმე შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდი: სტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.ge


გააზიარე: