The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აბესალომ ჩიხლაძე

აბესალომ ჩიხლაძე
დაბადების თარიღი:1899
გარდაცვ. თარიღი:30 აპრილი, 1938  (39 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გორდი, ხონის რაიონი.

აბესალომ ჩიხლაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი მაღალმთიან აჭარაში. საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებული "სამეულის" 1938 წლის 27 აპრილის დადგენილებით, დაპატიმრების დროს ბრალად ედებოდა ყოველგვარი ორგანიზებული ქმედება მიმართული შეიარაღებული აჯანყების მოწყობის, დანაშაულის მომზადებისა და ჩატარებისათვის. მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა. განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი 1938 წლის 30 აპრილს.
წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) : ბიოგრაფიები: 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიები საქართველოში: facebook.com

გააზიარე: