შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბუჟუჟა შავიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაპატიმრების დროს იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი; დააპატიმრეს 1936 წლის 21 ნოემბერს, "სამეულის" სხდომა ჩატარდა 1937 წლის 29 ივნისს. ბრალად ედებოდა ანტისაბჭოთა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის და პირადად სანდრო ახმეტელის მიერ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლ. პ. ბერიას წინააღმდეგ ტერორისტული აქტის ჩასატარებლად შექმნილი ტერორისტული დაჯგუფების წევრობა. მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა ათი წლით. 1955 წლის 5 ივლისს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო პროკურატურის მიერ ბუჟუჟა დომენტის ასულ შავიშვილის მიმართ სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 29.06-1937 წლის 29 ივნისის განჩინება გაუქმდა და საქმე შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. (დაუზუსტებელი ინფორმაციით დაიღუპა გადასახლებაში). წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდი: სტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |