შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე მდივანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხონი. დაპატიმრების დროს იყო ადგილობრივი მრეწველობის სახალხო კომისარიატის მეაბრეშუმეობის განყოფილების გამგე. დააპატიმრეს 1936 წლის 31 ოქტომბერს. ივანე მდივანს ბრალად წაუყენეს, რომ იგი 1927 წელს შეუერთდა ტროცკისტებს და ინარჩუნებდა კონტაქტებს აქტიურ ტროცკისტებთან. სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელი სესიის 1937 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა. სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 1957 წლის 5 ივლისის №4н-02485 გადაწყვეტილებით საქმე შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. ბუდუ (პოლიკარპე) მდივანის შვილი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდი: სტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |