შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით მდივანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხონი. დაპატიმრების დროს მუშაობდა საქსოფლელექტროს ინჟინერ-ელექტრიკოსად. დაპატიმრებულ იქნა 1936 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს სსრ შინსახკომის სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს ეკონომიკური განყოფილების მიერ. მისი დაპატიმრების საფუძველი გახდა ამიერკავკასიის სფსრ უშიშროების კომიტეტის სამმართველოს საიდუმლო პოლიტგანყოფილების საქართველოს საკითხთა სამმართველოს ყოფილი უფროსის, გოგლიძის მიმართვა, რომელშიც ნათქვამია, რომ ალექსანდრე ირაკლის ძე წულუკიძესთან მჭიდრო კავშირში იმყოფება ტროცკისტის, ბუდუ გურგენის ძე მდივნის ვაჟი, "ტუღუში", იგივე დათიკო ბუდუს ძე მდივანი, რომელიც იყო ცენტრისა და კოტე ცინცაძის სახელობის ტიპოგრაფიის რედკოლეგიის წევრი, აგრეთვე იგი აკორექტირებდა არალეგალურ კონტრრევოლუციურ დოკუმენტებს. დათიკო ბუდუს ძე მდივანი კონტრრევოლუციურ-ტროცკისტულ ორგანიზაციაში ცნობილი იყო ფსევდონიმით "მელა", ითვლებოდა აქტიურ არალეგალ მუშაკად, ამარაგებდა ორგანიზაციას არალეგალური ტროცკისტული ლიტერატურით, ატარებდა ინსტრუქტაჟს. "მელას" ხელმძღვანელობით თბილისში ორგანიზებული იყო რამდენიმე ტერორისტული დაჯგუფება, რომლებშიც 40 კაცზე მეტი იყო გაერთიანებული. დავით მდივანმა თავი დამნაშავედ ცნო. სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელი სესიის 1937 წლის 11 ივლისის განჩინებით მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა, მისი კუთვნილი ქონების კონფისკაციით. განაჩენი სისრულეში მოყვანილ იქნა 1937 წლის 12 ივლისს. გარდაცვლილაად გამოცხადდა 1938 წლის 8 იანვარს. სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 1957 წლის 5 ივლისის განჩინებით საქმე შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. ბუდუ (პოლიკარპე) მდივანის შვილი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდი: სტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |