შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანტონ ნაცვალოვი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი; პავლეს სამხედრო სასწავლებელი 1903 წელს და ნიკოლოზის საიმპერატორო სამხედრო აკადემია (I თანრიგით) 1912 წელს. 1901 წლიდან ირიცხებოდა სამხედრო სამსახურში; 1904-1905წწ. აღმოსავლეთ ციმბირის მე-18 მსროლელი პოლკის რიგებში მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში; შემდეგ მსახურობდა სამეგრელოს მე-16 გრენადერთა პოლკში. I მსოფლიო ომის დროს კაპიტნის ჩინით გადაიყვანეს გენერალურ შტაბში; 1914-1915წწ. მსახურობდა 52-ე ქვეითი დივიზიის შტაბის უფროს ადიუტანტად; 1915-1917წწ. მე-9 საარმიო კორპუსის შტაბის დავალებათა შტაბ-ოფიცრად; 1917 წლიდან 168-ე ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად; 1916 წელს მიიღო პოდპოლკოვნიკის, 1917 წელს პოლკოვნიკის წოდება; 1917 წლიდან იყო ჯერ მე-2 ქართული მსროლელი დივიზიის, შემდეგ ქართული ცხენოსანი ბრიგადის შტაბის უფროსი; 1918 წლიდან მსახურობდა ქართულ ჯარში, ასრულებდა არმიის შტაბის საველე გენერალ-კვარტიმაისტერის მოვალეობას, შემდეგ დაინიშნა სამხედრო სამინისტროს ოპერაციული-სამობილიზაციო განყოფილების უფროსად; 1919-1920წწ. იყო საქართველოს სამხედრო ატაშე ბაქოში (აზერბაიჯანის გასაბჭოების დროს მცირე ხნით პატიმრობაში იყო); 1920-1921წწ. იყო ჯერ ბათუმის ციხესიმაგრის შტაბის უფროსი, შემდეგ რუსეთის სფსრ-ში საქართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის სამხედრო მრჩეველი; საქართველოს გასაბჭოების შემდეგ წითელ არმიაში განაგრძო სამსახური; ირიცხებოდა წითელი არმიის გენერალური შტაბის აკადემიის განკარგულებაში; 1922-1923წწ. იყო სტრატეგიასა და ტაქტიკაში პრაქტიკული მეცადინეობების ხელმძღვანელი; 1930 წელს დააპატიმრეს კონტრრევოლუციური საქმიანობის ბრალდებით; 1933 წლამდე იმყოფებოდა "შრომით გამოსასწორებელ ბანაკებში" მორდვეთში, შემდეგ კომის ოლქში; 1940-იან წლებში გადასახლებაში ცხოვრობდა პერმის ოლქში, სადაც სკოლაში ასწავლიდა მათემატიკას. ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი, რეპრესირებული. წყარო: 1914-1918 წლის ომის გმირების ხსოვნა: gwar.mil.ru; რუსეთის არმია პირველ მსოფლიო ომში: grwar.ru ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |