შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ერმალო მაღრაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი სცენარისტის სპეციალობით 1986 წელს. მუშაობდა "ზესტაფონის საქკაბელში", "ზესტაფონის სტამბაში", ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის თეატრში; 1977 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში", ჯერ რეჟისორის ასისტენტად, შემდეგ მეორე რეჟისორად; 1992 წელს დააარსა კინოფირმა "ერმალოფილმი"; 2000 წლიდან მოღვაწეობს ზესტაფონში; გადაღებულია რამდენიმე ფილმში და არის საკუთარი ფილმების ავტორიც; რეჟისორი ფილმების: "შვეციის პრინცი იმერეთიდან" (1995), აგრეთვე სცენარისტი; "ჟამი მოლოცვისა" (2001) - დოკუმენტური ფილმი, აგრეთვე სცენარისტი; "სახელმწიფო სახელმწიფოში" (2003) - დოკუმენტური ფილმი და აგრეთვე მემონტაჟე; "საიმედო კავშირი" (2004) - დოკუმენტური ფილმი; "სიცოცხლის წყარო" (2007) - დოკუმენტური ფილმი და აგრეთვე ოპერატორი; "სიძე" (2008), სცენარისტი და ოპერატორი; "გზააბნეულნი" (2013), სცენარისტი და ოპერატორი; "აპოკალიფსი არ იქნება" (2015), სცენარისტი და ოპერატორი; "თეა" (2017) აგრეთვე სცენარისტი, ოპერატორი, მონტაჟის და მუსიკალური გაფორმების ავტორი; "შემოქმედი" (2018); როლები: "იმედის მწვანე კუნძული" (1978); "უცხო" (1988); "ორფეოსის სიკვდილი" (1996); "გზააბნეულნი" (2013); "აპოკალიფსი არ იქნება" (2015); "თეა" (2017). ოპერატორი.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |